კინო

პუტინის ჯაშუშურ წარსულზე დოკუმენტურ სერიალს იღებენ

ბრიტანული ტელეკომპანია Channel 4 რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს.

პროექტი სახელწოდებით “პუტინი: რუსი ჯაშუშის ისტორია” გამოააშკარავებს რა გავლენა იქონია პუტინის დაზვერვაში მიღებულმა პირადმა გამოცდილებამ მის პოლიტიკაზე.

ტელეკომპანია Channel 4-ი ამტკიცებს, რომ სერიალში გამოჩნდება თვითონ პუტინი, მასთან დაახლოებული ადამიანები და ისინი, ვისაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდათ მასზე. 

სერიალის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. მას რუსეთში, დიდი ბრიტანეთში, აშშ-ში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში გადაიღებენ. პროექტის რეჟისორი ნიკ გრინი იქნება. 

კომენტარები

კომენტარი