კინო საშემსრულებლო ხელოვნება

Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილს სიაში დუეინ ჯონსონი [“როკი”] იკავებს.

Forbes-მა სიის შედგენისას 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისადმე მსახიობების მიერ მიღებული სრული შემოსავალი დაითვალა და არა მხოლოდ როლების შესრულებისთვის მიღებულ ანაზღაურებები.

2015 წლის შემდეგ ათეულში პირველად დაბრუნდა ბრედლი კუპერი.

ნახეთ, 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული:

1. დუეინ ჯონსონი – 89.4 მილიონი დოლარი

2. კრის ჰემსვორტი – 76.4 მილიონი დოლარი

3. რობერტ დაუნი უმცროსი – 66 მილიონი დოლარი

4. ეკში კუმარი – 65 მილიონი დოლარი

5. ჯეკი ჩანი – 58 მილიონი დოლარი

6. ბრედლი კუპერი – 57 მილიონი დოლარი

7. ადამ სენდლერი – 57 მილიონი დოლარი

8. კრის ევანსი – 43 მილიონი დოლარი

9. პოლ რუდი – 41 მილიონი დოლარი

10. უილ სმიტი – 35 მილიონი დოლარი

კომენტარები

კომენტარი