კინო

10 შედარება, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ დისნეის “მეფე ლომი” მოპარულია

იუთუბერმა ალი კატმა საკუთარ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გამოავლინა მსგავსებები კომპანია “დისნეის” მეფე ლომსა” და იაპონელი ანიმატორის, ოსამუ ტეზუკას “კიმბას” შორის.

აღსანიშნავია, რომ კიმბა (თეთრი ლომი) 1950 წელს შეიქმნა, ხოლო გადაღებები 1965 წელს დასრულდა. მეფე ლომი კი 1994 წელს გამოვიდა. აქედან გამომდინარე, როდესაც დისნეის სურათი ეკრანებზე გამოჩნდა, მაყურებელმა ის იაპონური ანიმაციიდან პლაგიატში დაადანაშაულა.

მიუხედავად იმისა, რომ ორი ნამუშევარი განსხვავებულ სცენარებს ეყრდნობა, ისინი საკმაოდ ბევრ მხატვრულ და სიუჟეტურ მსგავსებას ამჟღავნებენ. “მეფე ლომის” არაერთი ეპიზოდი, პეიზაჟი, პერსონაჟი და სიუჟეტი ემთხვევა “კიმბას”. ორივე ანიმაციაში კი ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ცხოვრების წრის თემას უჭირავს.

მიუხედავად ამისა, დისნეი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულს.

”შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი შთაგონება არ არსებობს Kimba- სგან,” – განუცხადა ანიმატორმა ტომ სიტომ HuffPost Entertainment- ს.

კომენტარები

კომენტარი