საშემსრულებლო ხელოვნება

ინფორმაცია მატრიცა 4-ის გადაღების შესახებ ოფიციალურად დადასტურდა

ინფორმაცია ვაჩოვსკების საკულტო ფილმების სერიის მე-4 ნაწილის გადაღების შესახებ ოფიციალურად დადასტურდა. გამოცემა Variety-ის ცნობით, ლანა ვაჩოვსკი ლეგენდარული მატრიცის მეოთხე ნაწილზე მუშაობას კიანუ რივზთან (ნეო) და კერი ენ მოსთან (ტრინიტი) იწყებს.

ახალი ფილმისთვის სცენარს ზაკ პენი დაწერს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს ვრცელდებოდა. ამავე წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმში მთავარ როლზე მაიკლ ბ. ჯორდანი იქნებოდა მიწვეული. მაშინ, ზაკ პენი ამბობდა, რომ ჯერ არ იცოდა რა სახით დაბრუნდებოდნენ ნეო და მისი მეგობრები ეკრანზე, თუმცა, დანამდვილებით თქვა, რომ ეს არ იქნებოდა “მატრიცას” ტრილოგიის რიმეიქი. ამჯერად, ახალი ფილმის სიუჟეტის დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ მარტში, Warner-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კევინ ცუძიჰარამ განაცხადა, რომ სტუდიას უნდოდა “მატრიცას” სამყაროს გაფართოება. მედიაში იწერებოდა, აგრეთვე იმის შესახებ, რომ კასკადიორისა და რეჟისორის ჩად სტაჰელსკის განცხადებით, ვაჩოვსკები “მატრიცას” ახალ ფილმზე მუშაობდნენ. მისი თქმით, რეჟისორებს ფილმის სამყაროს გაფართოება სურდათ. მოგვიანებით სტაჰელსკიმ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მედიამ მისი სიტყვები არასწორად და კონტექსტიდან ამოვარდნილად გააშუქა.

კომენტარები

კომენტარი