კინო

Marvel-ი ფინანსური დავის გამო სპაიდერმენს პროდიუსირებას აღარ გაუწევს

სტუდია Marvel-ის პრეზიდენტის, კევინ ფაიგის განცხადებით, კომპანია სუპერგმირის, ადამიანი-ობობას პროდიუსირებას წყვეტს, – ამის მიზეზი ფინანსური დავა გახდა, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Disney-მ Sony-ს შესთავაზა თანაბრად გაენაწილებინათ მომავალი ბლოკბასტერების ფინანსები და მათ მოგება. მიუხედავად ამისა, Sony-ს ძველი შეთანხმებების შენარჩუნება სურდა, რომლის მიხედვითაც Disney-ს მოგების მხოლოდ 5% ეკუთვნოდა. 

ივლისში ცნობილი გახდა, რომ „ადამიანი ობობის“ შესახებ ფილმების გადაღების უფლება Marvel-დან Sony-ში გადავიდოდა იმ შემთხვევაში, თუ ბოლოს გადაღებული „ადამიანი ობობა“ კინოგაქირავებში მინიმუმ 1 მილიარდ დოლარს შეაგროვებდა, თუმცა პრემიერიდან მოყოლებული ფილმმა 700 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი