კულტურა

გემოვნებაზე არ დავობენ — ტიმოთესუბნის მონასტრის არქიმანდრიტი ტაძარში დამონტაჟებულ კარადაზე

“როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ”, — ასე შეაფასა ტიმოთესუსბნის მონასტრის არქიმანდრიტმა მონასტერში დამონტაჟებული კარადა. დღეს, 20 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ტიმოთესუბანში ჩავიდა. მათი თქმით, უკანონო მშენებლობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა კარადა მონასტრის იერ-სახეს არ შეესაბამება. სააგენტოს განმარტებით, მონასტერში კარადა უნდა დაიშალოს ან ჩანაცვლდეს. 

მონასტრის არქიმანდრიტი იმედთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი მიიღებენ სააგენტოს რეკომენდაციებს და საეკლესიო წარმომადგენლებთან ერთად შეაფასებენ:

“თუ მოგვეწონება და მართლა კარგი იქნება, უკეთესს გავაკეთებთ ან თვითონ მოიტანონ და შემოგვთავაზებენ. ამის წინააღმდეგი ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ.

18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სოფელ ტიმოთესუბანში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსში სათავსო დაამონტაჟეს. სააგენტოს განცხადებით, კარადა ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ტაძარი ქართული მოვარდისფრო აგურებითაა ნაგები. ფრესკების დიდი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია. ტაძრის მოხატულობა 1205-1216 წლებით თარიღდება.

კომენტარები

კომენტარი