საშემსრულებლო ხელოვნება

Oscar & The Wolf საქართველოში კონცერტს მეორედ გამართავს

Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ საქართველოს მაქს კოლომბის მიერ დაარსებული ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf ეწვევა. 

ბელგიური ჯგუფს Oscar & the wolf  საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოში კი მისი რამდენიმე კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარულია. მათ შორისაა სინგლი სახელწოდებით You’re mine, რომელიც 2015 წელს გამოვიდა.

ელექტრო პოპის, დრიმ პოპისა და ინდი როკის სინთეზით მუსიკოსმა სრულიად განსხვავებული ჟღერადობა შექმნა, რამაც განაპირობა Oscar & the wolf-ის პირველივე ალბომის Entity-ის პოპულარობა, რომელიც 2014 წელს გამოსცეს. ამავე ალბომში შედის Amy Winehouse-ის სიმღერის back to black ქავერ ვერსია, რომელიც 2015 წლის ფილმის Black ერთ-ერთი საუნდტრეკი გახდა.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი