კულტურა

საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

კულტურული კუთვნილების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმების ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კომისიის თავმჯდომარემ, პოლ პაკერმა.

მიხეილ ბატიაშვილი: „ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია განათლების მიმართულებით. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლის რეფორმის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტები ხორციელდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენ საიმედო პარტნიორთან განათლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებითაც გაგრძელდება თანამშრომლობა“.

პოლ პაკერის განცხადებით, მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა დიდი და მჭიდროა თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. მისი თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, მემკვიდრეობის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის.

კომენტარები

კომენტარი