საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინე: KayaKata-ს ახალი ალბომი Sadaa გამოქვეყნდა

ქართული ჰიპ-ჰოპ დუეტის, KayaKata-ს ახალი ალბომი Youtube-ზე უკვე ხელმისაწვდომია, – ამის შესახებ ბენდმა მსმენელს თავისი ოფიციალურ ფეისბუქის გვერდის საშუალებით აცნობა.

11 კომპოზიციისგან შემდგარ ალბომზე, რომელსაც Sadaa ეწოდება, მუსიკოსები 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

“The album is built and ready to fly!

ბოლო 1 წელია ჩვენს car book-ზე ვმუშაობთ. ეს ალბომიც რომელიღაც თავია ამ ქარბუქიდან

Cash machines and weather – ესეთი იყო თავდაპირველი სათაური, შემდეგ მივხვდით რომ prayerloops ქვია, მერე მივხვდით, რომ ეს უფრო ამ ტრეკების ფუნქციაა ალბათ, ვიდრე სახელი. მოკლედ, იქამდე მივედით ისევ, რომ ეს Chapter-ი სადაა, როგორც ყველა სხვა, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტეთ აღგვენიშნა. Test it out, გვითხარით მოსაზრებები. Much love ყველას ვინც ესე ელოდებოდით ალბომს და მათ ვინც არ ელოდებოდით და უნებლიე წვიმამ გაგახარათ.” – წერენ ჰიპ-ჰოპ გაერთიანების წევრები.

შეგახსენებთ, რომ KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე “ზურმუხტისფერი ბედის ორდენი” ერქვა.

კომენტარები

კომენტარი