კინო

ქსავიე დოლანის 10 საყვარელ ფილმს შორის ქართველი რეჟისორის ნამუშევარიცაა

ქსავიე დოლანი კანადელი კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც თავისი სადებიუტო ნაშრომი 19 წლის ასაკში გადაიღო და საერთაშორისო აღიარებაც, სწორედ, სადებიუტო ფილმის, “მე მოვკალი დედაჩემი” შემდეგ მოიპოვა. მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე, 2009 წელს შედგა.

30 წლის რეჟისორს უკვე შვიდი სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული, რომელთაგან ოთხმა კანის კინოფესტივალის ჯილდო მოიპივა.

დოლანს, ჯამში, კანის კინოფესტივალის 8 პრიზი აქვს მიღებული. არის, აგრეთვე, პრემია “სეზარის” სამგზის ლაურეატი შემდეგ ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”, “საუკეთესო რეჟისურა” და “საუკეთესო მონტაჟი”. დოლანს მიღებული აქვს, აგრეთვე Canadian Screen Awards-ის ცხრა პრიზი, მათ შორის: “საუკეთესო ფილმისთვის”, “საუკეთესო რეჟისურისა” და “საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის”.

“არტნიუსი” გთავაზობთ კანადელი რეჟისორის 10 საყვარელ ფილმს, გამოცემა The Criterion Collection-ის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა რეიტინგში ქართველი რეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის 1957 წლის ფილმიც, სახელწოდებით “მიფრინავენ წეროები” დაასახელა.

“მიფრინავენ წეროები” ქართველმა რეჟისორმა ვიქტორ როზოვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გადაიღო. ფილმში ნაჩვენებია სიყვარულის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ომი მთელი თავისი საშინელებით იჭრება მთავარ გმირთა ცხოვრებაში და ყველაფერს ცვლის.

კალატოზიშვილის ფილმი 1958 წელს, კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს, “ოქროს პალმის რტოს” ლაურეატი გახდა. ის გახლავთ ერთადერთი ფილმი საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც კანის მთავარი პრიზი მოიპოვა.

“მიფრინავენ წეროები” BAFTA-ზე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ბერგმანის “მარწყვის მდელოსა” და ფელინის “კიბირიას ღამეებთან” ერთად.

летят журавли-ის სურათის შედეგი

ქსავიე დოლანის თქმით, ამ ფილმმა ის საოცარი ოპერატორული ნამუშევრით გააოცა, მისთვის განსაკუთრებულია წეროების კადრები. გამორჩეულია, აგრეთვე, სცენა, რომელშიც ვერონიკა მირბის ხალხის ტალღაში და ცდილობს იპოვოს ბორისი. მისი თქმით, ეს არის ფილმი არა მხოლოდ საოცარ სიყვარულზე, არამედ ფილმი შესანიშნავი კომპოზიციით, განათებითა და მსახიობებით.

ქსავიე დოლანმა 10 საუკეთესო ფილმში დაასახელა, აგრეთვე:

გოდარის 1965 წლის ფილმი “Pierrot le fou“.

Pierrot le fou,-ის სურათის შედეგი

ინგმარ ბერგმანის 1972 წლის ფილმი “Viskningar och rop

GwLqx7ViHxw

რენე კლემანის 1952 წლის ფილმი “Jeux interdits

Jeux-Interdits

ფრანსუა ტრიუფოს 1959 წლის ფილმი “Les quatre cents coups

Les quatre cents coups-ის სურათის შედეგი

აბბას კიაროსტამის 1997 წელის ფილმი “Ta’m e guilass

thumb_36995_film_film_big

ლუი მალის 1987 წლის ფილმი” Au revoir les enfants

549id_765_195_primary_w1600

ჟან კოკტოსა და რენე კლემანის ერთობლივი ნამუშევარი, სახელწოდებით “La belle et la bête” (1946).

Cocteaus-La-belle-et-la-b-016

ლუის ბენუელის 1972 წლის ფილმი, სახელწოდებით “Le Charme discret de la bourgeoisie

გას ვან სენტის 1985 წლის ფილმი “Mala Noche”

კომენტარები

კომენტარი