ლიტერატურა

შილერის 2019 წლის მემორიალურ ჯილდოს მწერალი ნინო ხარატიშვილი მიიღებს

შილერის 2019 წლის მემორიალურ ჯილდოს ქართველი, გერმანიაში მოღვაწე მწერალი ნინო ხარატიშვილი მიიღებს.

ხარატიშვილის დაჯილდოების გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა ჟიურიმ მიიღო, რომლის თავმჯდომარეც სახელმწიფო მდივანი პეტრა ოლჩოვსკია. ნინო ხარატიშვილს პრიზს ის პირადად გადასცემს.

დაჯილდოების ღონისძიება 14 ნოემბერს შტუტგარტის ლიტერატურულ სახლში გაიმართება. პრიზის ოდენობა 25,000 ევროს შეადგენს.

“ნინო ხარატიშვილი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია და არამხოლოდ მისი თაობის. მისი პროზა შთამბეჭდავად ასახავს, თუ რა შეუძლია ლიტერატურას, როდესაც ის სოციალური კონფლიქტების ასახვას ცდილობს.” — განაცხადა გერმანიის კულტურის მინისტრმა, ტერესია ბაუერმა.

ფრიდრიხ შილერის სახელობის პრემია გერმანიაში, ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან გაიცემა და ის სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ცნობილ მწერლებს.

გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი ნინო ხარატიშვილი 1983 წლის 8 ივნისს თბილისში დაიბადა. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ქართულ ენაზეც. ნინო ხარატიშვილს ეკუთვნის რომანები: „ჟუჟა“, „ჩემი საყვარელი ორეული“, „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“. 

კომენტარები

კომენტარი