ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ბარსელონაში “აკრძალული” ხელოვნების მუზეუმი გაიხსნება

ესპანელი ბიზნესმენის, ტატცო ბენეტის ინიციატივით, ბარსელონაში “თავისუფლების მუზეუმი” გაიხსნება, სადაც განათავსებენ ხელოვნების იმ ნიმუშებს, რომლებიც მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებში ცენზურის გამო დაბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ასეთი მუზეუმის შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც იაპონელი მხატვრების, კიმ სონ კიუნისა და კიმ იუნ სუნის მიერ შექმნილი “მშვიდობის ქანდაკება”, რომელიც ეძღვნებოდა სექსუალურ მონობაში ჩვარდნილ ქალებს, იაპონელი ხახლისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. მუქარის შემდეგ კი ორგანიზატორებს მოუწიათ დაეხურათ საერთაშორისო ბაზრობა Aichi Triennale, სადაც მხატვრებმა აღნიშნული ქანდაკება წარადგინეს.

მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ, ბენეტმა აღნიშნული ქანდაკება შეიძინა და გადაწყვიტა თავის მუზეუმში გამოეფინა. ბიზნესმენმა ასეთი აკრძალული ხელოვნების ნიმუშების შეძენა 2017 წლიდან დაიწყო და ახლა 60 ზე მეტი ექსპონატი აქვს.

“ვფიქრობ, მუდმივი საგამოფენო ცენტრისთვის საკმარისი მასალა მაქვს. მაქვს, ასევე, დიკუმენტაცია ხელოვნების სამყაროში არსებული ცენზურის შესახებ” – აღნიშნა ბენეტმა Reuters-თან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი