კინო

Disney-მ “ლედი და მაწანწალას” რიმეიქიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა

როგორც იცით, კომპანია Disney ანიმაციური ფილმის, “ლედი და მაწანწალას” რიმეიქზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ კი ჟურნალ Disney Twenty Three-ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე რიმეიქიდან ძაღლების პირველი ფოტო გამოქვეყნდა.

Посмотреть изображение в Твиттере

ცნობილია, რომ ფილმის პერსონაჟებს ნამდვილი ძაღლები განასახიერებენ. მაწანწალას როლს ძაღლი, სახელად მონტე შეასრულებს და მას მსახიობი ჯასტინ ტერუ გაახმოვანებს. ლედის როლში კი კოკერ-სპანიელს, სახელად როუზს ვიხილავთ, რომელსაც მსახიობი ტესა ტომპსონი გაახმოვანებს.

ფილმის რეჟისორი ჩარლი ბინია, სცენარზე კი ენდრიუ ბუჟალსკი მუშაობს. ანიმაციური ფილმის რიმეიქის პრემიერა 12 ნოემბერს სტრიმინგ-სერვის Disney+ -ზე შედგება.

“ლედი და მაწანწალა” ეკრანებზე 1955 წელს გამოვიდა. ის გახლავთ Walt Disney Productions-ის რიგით მეთხუთმეტე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.

სიუჟეტის მიხედვით, ინგლისური კოკერ-სპანიელი, ლედი, გაიცნობს ქუჩის მაწანწალა ძაღლს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება.

ფილმი ეფუძნება უორდ გრინის მოთხრობას “ბედნიერი დენი, ცინიკური ძაღლი“. 

კომენტარები

კომენტარი