საშემსრულებლო ხელოვნება

თინა კანდელაკი კეტი პერის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი მეორე ადამიანია, ვინც ამერიკელ პოპვარსკვლავ კეტი პერის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ინფორმაციას მუსიკალური გამოცემა NME რუსულ გაზეთზე, Rossiyskaya Gazeta დაყრდნობით ავრცელებს. კანდელაკი წერს, რომ ის და პერი ერთად იყვნენ წვეულებაზე, სადაც მომღერალი არაფხიზელ მდგომარეობაში მას ეხებოდა და კოცნას ცდილობდა.

“ერთხელ კეტი პერისთან დახურულ წვეულებაზე დამპატიჟეს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კეტიმ თავისი ვნების ობიექტად მე ამირჩია. მოვახერხე თავიდან მომეშორებინა, ფიზიკურ ვარჯიშებს ტყუილად არ ჩაუვლია, და მანაც კოცნის, ხვევნისა და ბინძური ცეკვებისთვის სასწრაფოდ სხვა მსხვერპლი მოძებნა”, – დაწერა ჟურნალისტმა ტელეგრამზე.

“ვარჯიშმა და ფიზიკურმა ძალამ შედეგი გამოიღო და მას შევებრძოლე, რის შემდეგაც კეტიმ მაშინვე გადაინაცვლა ახალი მსხვერპლისკენ (საუბედუროდ, ისევ ქალისკენ), კოცნით, შეხებითა და ბინძური ცეკვებით. შემიძლია ვთქვა, რომ წვეულებაზე არავინ დაშავებულა, თუმცა არ გამიკვირდება მისი გაუბედურებული თაყვანისმცემლებისგან, რომლებიც ყველაფერს წლების განმავლობაში ჩუმად ინახავდნენ, მსგავსი მოგონებების ახლა გახსენება”. – დასძენს კანდელაკი.

კომენტარები

კომენტარი