კინო ლიტერატურა

ტორესა მოსი: “იმედზე მომუშავეების უმრავლესობა დემორალიზებულია”

მწერალი და “იმედის” თანამშრომელი ტორესა მოსი ფეისბუქ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ მოვლენების შესახებ წერს, რომლებიც ტელეკომპანია იმედის ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს თავად ტელეკომპანიის შიგნით მოჰყვა.

ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა და მასში საზოგადოების დიდმა ნაწილმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა რუსული პროპაგანდის მთავარი მესიჯები დაინახეს.

ფილმის ეთერში გასვლისას მისი ავტორი მითითებული არ ყოფილა, თუმცა საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ იმედის დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმი მისი პროდიუსერობით მომზადდა.

ტორესა მოსი საკუთარ ვრცელ სტატუსში ამბობს, რომ თანამშრომლების უმრავლესობა დემორალიზებულია და მათ ნიკა ლალიაშვილი ძალით დაასვეს თავზე.

კომენტარები

კომენტარი