კინო

ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედგება

ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ცხოველი“ პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედგება. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ცხოველი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი ახალგაზრდა, უმუშევარი კაცის შესახებ გვიყვება, რომელსაც რთულ პირობებში უჭირს თავისი წესიერების შენარჩუნება.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიაში 1946 წლიდან იმართება. იგი ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი.

წელს ფესტივალი 7-17 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი