შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოში, “ევროვიზია 2020”-ისთვის შესარჩევი ტურები იწყება

საქართველოში, სიმღერის საერთაშორისო კონკურსისითვის, “ევროვიზიისთვის”, შესარჩევი ტურები უკვე იწყება. როგორც წესი, ჩვენთან ტარდება მუსიკალური კონკურსი “საქართველოს ვარსკვლავი”, რომლის გამარჯვებულიც ჩვვენს ქვეყანას “ევროვიზია 2020”-ზე წარადგენს.

“საქართველოს ვარსკვლავი” ცნობილი ბრიტანული მუსიკალური კონკურსის, “Pop Idol”-ის ანალოგია. როგორც იცით, გასულ წელ, პროექტის გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა.

ჟიურის შემადგენლობაშია გერმანული Voice-ის გამარჯვებული, ნათია თოდუა, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და ხმისჩამწერი სტუდიის, “ბრავო რეკორდსის” პრეზიდენტი, ზაზა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში კასტინგები 16, 17, 23 და 24 აგვისტოს ჩატარდება. კანდიდატების ფინალური შერჩევა კი პირველი არხის შენობაში, 30-31 აგვისტოს გაიმართება.

მუსიკალური პროექტის მეორე სეზონი ოქტომბერში დაიწყება და პირველი არხის ეთერში გავა.

“ევროვიზია 2020” რიგით 65-ე კონკურსი იქნება და ნიდერლანდებში, მაისში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი