შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლედი გაგა და Post Malone World Soundtrack Awards-ის პრემიაზე არიან წარდგენილნი

ლედი გაგა და Post Malone World Soundtrack Awards-ზე, საუკეთესო საუნდტრეკის ავტორის ნომინაციაზე არიან წარდგენილნი. წელს, დაჯილდოების ცერემონია ბელგიაში, გენტში, 18 ოქტომბერს ჩატარდება.

World Soundtrack Awards-ზე ლედი გაგა წარდგენილია ნომინაციაზე “ფილმისთვის დაწერილი საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ავტორი”. როგორც ხვდებით, საუბარია სიმღერაზე “Shallow”, ფილმიდან “ვარსკვლავის დაბადება, სადაც მომღერალმა მთავარი როლი შეასრულა.

ამავე ნომინაციაზეა წარდგენილი Post Malone-ც, კომპოზიციით “Sunflower”, ფილმისთვის “ადამიანი ობობა. სამყაროს მიღმა”.

ნომინაციაზე წარდგენილნი არიან, აგრეთვე: ალან სილვესტრი (“შურისმაძიებლები”), ჯონ პაუელი (“როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი 3”), დენიელ პემბერტონი (“ადამიანი ობობა. სამყროს მიღმა”), ბენჯამინ უოლშიფი (“ჰელბოი”).

კომენტარები

კომენტარი