კინო

“ფორსაჟის” გადაღების გამო თბილისსა და რუსთავში ქუჩები გადაიკეტება

ჰოლივუდის ცნობილი ფილმის “ფორსაჟი 9”-ს ახალ ეპიზოდს თბილისშიც გადაიღებენ. კინოსურათის ბოლო ათი წუთი მაყურებელი თბილისის ქუჩებში იმოგზაურებს. გადაღებები დედაქალაქში სავარაუდოდ 18-20 აგვისტოს დაიწყება და 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში ჰოლივუდის ფილმს ფორსაჟი 9-ს 10-წუთიან მონაკვეთს საქართველოში გადაიღებენ. ფილმის საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა. ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 5 მლნ დოლარის დახარჯვა იგეგმება. 

შეგახსენებთ, რომ „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი. ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები კი: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი. 

კომენტარები

კომენტარი