კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ლეონარდო დიკაპრიომ დაასახელა როლი, რომლის გამოც რცხვენია

ამერიკელმა მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ დაასახელა ის როლი, რომლის გამოც ყველაზე მეტად რცხვენია.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Post-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ის, ისევე როგორც, ტობი მაგუაირი, არ ისურვებდა, რომ ხალხს ფილმი “კაფე – დონს პლამი” ენახა, რადგან ეს ორივე მსახიობისთვის კარიერის დასაწყისი იყო და გამოუცდელობის გამო, საკმაოდ ცუდად ითამაშეს. დიკაპრიომ ისიც აღნიშნა, რომ ფილმზე მხოლოდ ერთი ღამე იმუშავა. “კაფე – დონს პლამი” 1995—1996 წლებშია გადაღებული, ამ დროს დიკაპრიო 21 წლის, მაგუაირი კი 20 წლის იყო.

ფილმი “კაფე – დონს პლამი” ჰოლივუდელი რეჟისორის, რ.დ. რობის მიერაა გადაღებული. სიუჟეტის თანახმად, ოთხი ახალგაზრდა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კაფეში, “დონს პლამში”, ყოველ შაბათს ახალ გოგოს ხვდება და მათ სხვადასხვა თემებზე ესაუბრება. ეს მათთვის ერთგვარი ტრადიციაა. ფინჯან ყავასთან ისინი საუბრობენ სექსზე, ჰომოსექსუალებზე, ნატურალებზე, ბისექსუალებზე და სხვ.

აღსანიშნავია, რომ 1998 წელს, ფილმის ჩვენება აშშ-სა და კანადაში აკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი