კინო

Disney “ბემბის” რიმეიქს გადაიღებს

გამოცემა We Got This Covered-ის ცნობით Disney ანიაციური ფილმის, “ბემბის” რიმეიქის გადაღებას გეგმავს. საიტის ცნობით, “ბემბის” რიმეიქი “მეფე ლომის” მსგავსად, ცხოველთა ჰიპერრეალისტური გამოსახულებებით იქნება შექმნილი.

შეგახსენებთ, რომ Disney-ს აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა, როგორც იცით, კომპანიას დაგეგმილი აქვს საკუთარი ანიმაციურ ფილმების უმეტესობა მხატვრულ ფილმებად აქციოს. Disney-ს ყველა ასეთი პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მაალითად: “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, “ფიფქია”, “კონკია”, “მალეფისენტი”, “პიტერ პენი”, “ალადინი”, “მეფე ლომი”.

“ბემბი” Walt Disney Productions-ის რიგით მეხუთე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, რომელიც 1942 წელს, ავსტრიელი მწერლისა და ჟურნალისტის, ფელიქს ზალტენის 1923 წელს გამოცემული წიგნის “ბემბი. ბიოგრაფია ტყიდან” მიხედვით შეიქმნა.

სიუჟეტის ცენტრში შვლის ნუკრია, რომელსაც ბოროტი მონადირე დედას მოუკლავს. ობოლი შველი სულ მარტო რჩება და დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობს.

ანიმაციურ ფილმს მიღებული აქვს “ოსკარის” სამი ნომინაცია – საუკეთესო ხმის (სემ სლაიფილდი), საუკეთესო სიმღერის (დონალდ ნოვისის შესრულებული “Love Is a Song“) და საუკეთესო მუსიკის კატეგორიებში.

კომენტარები

კომენტარი