შემოქმედებითი ინდუსტრიები

Teen Choice Awards-ის ლაურეატები ცნობილია

ყოველწლიური პრემიის, Teen Choice Award-ის ლაურეატები ცნობილია. ინფორმაციას გამოცემა Billboard-ი ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, წლის საუკეთესო ფილმი თინეიჯერებისთვის “შურისმაძიებლები” აღმოჩნდა. საუკეთესო ექშენ-ფილმის გარდა, ფილმმა გამარჯვება კიდევ რამდენიმე ნომინაციაში მოიპივა. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად რობერტ დაუნი უმცროსი დასახელდა, საუკეთესო ქალ მსახიობად კი სკარლეტ იოჰანსონი.

საუკეთესო ფანტასტიკურ ფილმად Disney-ს ანიმაციური ფილმის, “ალადინის” რიმეიქი დასახელდა. ფანტასტიკურ ფილმში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ნაომი სკოტი დასახელდა, რომელიც “ალადინში” ჟასმინის როლს თამაშობს. საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი უილ სმიტი დასახელდა, “ალადინში” ჯინის როლის შესრულებისთვის.

საუკეთესო დრამად ჯენი გეიჯის ფილმი “შემდეგ” დასახელდა, საუკეთესო კომედიად “არანორმალურად მდიდარი აზიელები”, საუკეთესო კომედიურ სერიალად კი – “დიდი აფეთქების თეორია”.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ, აგრეთვე, მუსიკალურ ნომინაციებშიც. წლის საუკეთესო პოპ სიმღერად არიანა გრანდეს Thank You Next დაასახელეს, საუკეთესო შემსრულებელი კაცი შონ მენდესი, ქალი კი ბილი ეილიში გახდა.

კომენტარები

კომენტარი