კინო

ფანებმა ფილმში “ერთხელ ჰოლივუდში” შეცდომა იპოვეს

კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმში, “ერთხელ ჰოლივუდში”, ფანებმა შეცდომა იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Independent ავრცელებს. საუბარია იმაზე, რომ ბრედ პიტის გმირი, კლიფ ბუთი, ატარებს საათს, რომელიც 1970 წელს გამოვიდა. ფილმში მოქმედება კი, როგორც იცით, 1969 წელს მიმდინარეობს.

მოვიანებით გაირკვა, რომ საათი, რომელსაც ბრედ პიტი ატარებს ფილმში, Citizen 8118 Bullhead-ის მოდელია და 1969 წელს მართლაც არ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ ტარანტინოს ფილმის “ერთელ ჰოლივუდში” პრემიერა, წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი თავად რეჟისორმა და მსოფლიო კინოს ვარსკვლავებმა, ლეონარდო დიკაპრიომ და ბრედ პიტმა წარუდგინეს საზოგადოებას.

ფილმის სიუჟეტი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ მოგივთხრობს, კერძოდ, ამბავზე, როდესაც მენსონის ოჯახის ლიდერმა, ჩარლზ მენსონმა, თავის მიმდევრებს უბრძანა, ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ. მენსონის დავალებით, მისმა მიმდევრებმა დახოცეს სახლში მყოფები, მათ შორის იყო რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი.

აღსანიშნავია, რომ “ერთხელ ჰოლივუდში” შემოსავლის კუთხით, ტარანტინოს ყველაზე წარმატებულ ფილმი გახდა. ოფიციალური მონაცემებით, ფილმმა პრემიერის პირველ კვირაში 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი