კულტურა ლიტერატურა

ვეფხისტყაოსნის ახალი სიცოცხლე

 

XIX საუკუნეში ქართული კულტურა არნახული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. “ერთმორწმუნე” რუსეთმა გადაწყვიტა სრული რუსიფიკაცია!

ქართულ  საზოგადოებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ამ განსაცდელს გამკლავებოდა. რუსული კულტაგრესიის საპასუხოდ, საქართველოში მოიწვიეს  უნგრული წარმოშობის, იმ დროის უდიდესი და სახელგანთქმული მხატვარი – მიხაი ზიჩი და დაუკვეთეს „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირება, სულ რაღაც 14 ილუსტრაცია, მაგრამ მხატვარმა 34 ეპიზოდი დაასურათა და ყველა უსასყიდლოდ დაუტოვა ქართველ ერს.

2017 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია, ამავე წელს დაბადების 150 წლისთავი შეუსრულდათ მიხაი ზიჩს და გიორგი ქართველიშვილს, რომელთა თაოსნობითა და დაფინანსებით გამოიცა ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსანი“.

ამ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, თბილისის 90-ე საჯარო სკოლაში მერიის განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი„ “ვეფხისტყაოსნის“  ახალი სიცოცხლე“.

პროექტი ითვალისწინებდა ზიჩის სურათების ელექტრონული ვერსიების გაფერადებას, შერჩეული ეპიზოდების კალიგრაფიული ნიმუშების შექმნას და, რაც მთავარია, მოსწავლეებს უნდა შეექმნათ პოემის ეპიზოდების საკუთარი მხატვრული ვერსიები.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, ისტორიის მასწავლებელმა ქალბატონმა მარინე პიტიურიშვილმა გვითხრა, მ. ზიჩის ილუსტრაციების დიგიტალები საგანგებოდ შეარჩიეს და უსასყიდლოდ მიიღეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველო სხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაგან, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის დირექტორს ბ-ნ ზაალ აბაშიძესა და ქალბატონ ნესტან ბაგაურს.

„თუ კვლავ მოვიპოვებთ სათანადო ფინანსებს, ჩვენი სურვილია გავაგრძელოთ პროექტი და ახალ თაობას მივაწოდოთ უკვდავი პოემის მოდერნიზებული, ფერადი, უფრო საინტერესო ილუსტრაციები, შევქმნათ XXI საუკუნის ახალი კალიგრაფიული ნიმუშები, გავზარდოთ მოზარდებში „ვეფხისტყაოსნით“ ინტერესი, რათა უკეთ შეიგრძნონ თუ რა მდიდარი სულიერი კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვეს წინაპრებმა“ – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი.

navigate_before
navigate_next

 

 

კომენტარები

კომენტარი