კინო ლიტერატურა

„პატარა ქალები“ წიგნის მაღაზიებში – სექტემბრიდან, კინოთეატრებში – დეკემბრიდან

ლუიზა მეი ოლკოტის წიგნის, „პატარა ქალების“ არაერთი ეკრანიზაცია არსებობს, თუმცა გრეტა გერვიგის ახალი ფილმი, რომელიც დიდ ეკრანებზე 2019 წლის დეკემბრიდან გამოჩნდება, წესით, არავის გაუცრუებს იმედს.

უფროსი დის, მეგ მარჩის როლს ყველასთვის საყვარელი ემა უოტსონი შეასრულებს, მეამბოხე ჯოს – სირშა რონანი განასახიერებს, გოგონების დედის როლში ლორა დერნს ვიხილავთ, ხოლო მამიდა მარჩს, არც მეტი არც ნაკლები, მერილ სტრიპი ითამაშებს. არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება ტიმოთი შალამეს გამოჩენა ლორის როლში. ამიტომაც ვფიქრობთ, წინ დიდი სიამოვნება გველის.

თუმცა, კინოფილმის გამოსვლამდე, სულ ცოტა, 4 თვეა დარჩენილი, რაც საკმარისი დროა იმისათვის, რომ 350-გვერდიანი წიგნი წავიკითხოთ და ეს დაუვიწყარი პერსონაჟები უკეთ გავიცნოთ.

„სულაკაურის გამომცემლობა“ წიგნის ახალთახალ და მშვენიერ თარგმანს გვთავაზობს. ყველასთვის საყვარელი მთარგმნელი, ციცო ხოცუაშვილი „პატარა ქალების“ თარგმანზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და ამჯერად მის მეორე ნაწილს, „კარგ ცოლებს“ თარგმნის.

წიგნი, რომელიც მაღაზიებში სექტემბრიდან გაიყიდება, 12.90 ლარი ეღირება.

როგორც „სულაკაურის გამომცემლობისგან“ შევიტყვეთ, ყდის ილუსტრაცია ბრიტანელმა ილუსტრატორმა, ემი ჰუდმა, სპეციალურად ქართული გამოცემისთვის დახატა. 

აქ გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან, რომელშიც მწერალი ოთხი დის გარეგნობას აღწერს: 

უფროსი და, მარგარეტი, თექვსმეტისა იყო, სანდომიანი, პუტკუნა და პირმშვენიერი. შვენოდა საცრისოდენა თვალები, ხშირი წაბლისფერი თმა, კოხტა ტუჩები. თავს თეთრი ხელებით იწონებდა. თხუთმეტი წლის აწოწილი, გამხდარი, შავგვრემანი ჯო კვიცს მიაგავდა, რადგან გრძელ ხელფეხს თითქოს ვერაფერს უხერხებდა, გეგონებოდათ, ხელს უშლისო. პირის მოხაზულობა მტკიცე ხასიათზე მიანიშნებდა, ცხვირი სასაცილო ჰქონდა, თვალები კი ნაცრისფერი და გამსჭვალავი. ამ თვალებს არაფერი გამოეპარებოდათ და ხან მრისხანენი იყვნენ, ხან მხიარულნი და ხანაც ფიქრიანნი. თავის ერთადერთ მშვენებასგრძელ, ხშირ თმას, ხელი რომ არ შეშლოდა, მუდამ ბადით აკეცილს ატარებდა. ბეჭებში მოხრილს, ჩაცმადახურვა არ ადარდებდა, დიდი ხელფეხი ჰქონდა და უხერხული მიმოხრა გოგოსი, რომელიც სწრაფად შედიოდა ქალობაში და ეს ამბავი არაფრად ეპიტნავებოდა. ელიზაბეთს, ანუ ბეთს (ყველა ასე ეძახდა), ვარდისფერლოყება, კოხტად თმაგადავარცხნილ, თვალებციმციმა ცამეტი წლის გოგონას, მორცხვსა და ხმადაბლა მოლაპარაკეს, ათასში ერთხელ თუ გაუქრებოდა სახეზე აღბეჭდილი უშფოთველობა. მამამცეროდენა ნეტარიდაარქვა და არც შემცდარა: გოგო თითქოს საკუთარ სამყაროში ცხოვრობდა და იქიდან გამოსვლას მხოლოდ იმ ადამიანთან ბედავდა, ვისაც ენდობოდა და ვინც უყვარდა. ემი უმცროსი კი იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ვინმე გახლდათ, ყოველ შემთხვევაში, თავისი აზრით. ნამდვილი თოვლის დედოფალი ბრძანდებოდაცისფერთვალას მხრებზე დაყრილი ქერა კულულები შვენოდა, ფერმკრთალსა და ტანწვრილს მუდამ ისე ეჭირა თავი, როგორც ნამდვილ ლედის. რაც შეეხება დების ხასიათსა და ბუნებას, თანდათან შევიტყობთ.

pSaoirse Ronan as Jo March a heroine that has inspired Ursula Le Guin Simone de Beauvoir and Hillary Clinton and Timothe...
სირშა რონანი ჯო მარჩის როლში და ტიმოთი შალამე მისი საუკეთესო მეგობრისა და მესაიდუმლის, ლორის როლში. „ჯო გოგონაა ბიჭის სახელით, ლორი კი ბიჭია გოგოს სახელით. ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს“, – ამბობს ფილმის სცენარისტი და რეჟისორი გრეტა გერვიგი 
pEmma Watson as Meg the oldest who works as a governess to make ends meet. Meg is the only sister who remembers when the...
ემა უოტსონი მეგის როლში. მეგი (მარგარეტი) უფროსი დაა. ის ერთადერთია მარჩების ოჯახიდან, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს ოჯახის წარსული სიმდიდრე და უდარდელი ცხოვრება. 
pLaura Dern as Marmee the March sisters beloved matriarch. Because her husband  is fighting in the Civil War Marmee is...
ლორა დერნი მარჩების უსაყვარლესი დედის როლში. მეუღლე სამოქალაქო ომშია გაწვეული, ამიტომ დედა მარტოდმარტო ზრუნავს ოთხ ქალიშვილზე. 
pGreta Gerwig the writer and director on set with Meryl Streep who plays the sisters rich Aunt Josephine.br The girls...
გრეტა გერვიგი, ფილმის სცენარისტი და რეჟისორი, მერილ სტრიპთან ერთად. მერილ სტრიპი გოგონების მდიდარი და ფიცხი მამიდის როლს ასრულებს.
pFrom left to right Emma Watson as Meg Florence Pugh as Amy Saoirse Ronan as Jo and Eliza Scanlen as Beth.p
მარცხნიდან მარჯვნივ: ემა უოტსონი (მეგი), ფლორენს პიუ (ემი), სირშა რონანი (ჯო), ელაიზა სკანლენი (ბეთი)

კომენტარები

კომენტარი