კულტურა

იღუმენი ეფრემი: “ადგილი, სადაც მეტლახი დავაგეთ დაზიანებული ქვები იყო”

ყინწვისის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი ამბობს, რომ ადგილი, სადაც მეტლახი დააგეს დაზიანებული ქვები იყო, რომელიც ქმნიდა ორმოებსა და მტვერს. სწორედ ამით ხსნის წინამძღვარი ტაძარში უნებართვოდ დაწყებული სამუშაოების მიზეზს.

“არ მიგვიმართავს მათთვის [კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის] იქედან გამომდინარე, რომ არ წარმოადგენდა ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშს. ეს იყო ძალიან ახლო, სადღაც 50 წლის უკან დაგებული, დაზიანებული ქვები, რომლებიც ორმოებს და მტვერს წარმოადგენდა და შეიცვალა. არც ჩაგვითვლია საჭიროდ, რომ ეს რაღაც ნიმუში იყო ისტორიული ძეგლის, რომელიც ზიანდებოდა და ფუჭდებოდა”, — აღნიშნა წინამძღვარმა პირველ არხთან საუბრისას.

ყინწვისის ტაძრის წინამძღვარის მსგავსად არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჰგონია, რომ მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის უნებართვო დაგებით ისტორიული ძეგლი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი