კულტურა

საპატრიარქოს პრესსპიკერი: “ჩვენთვის არ იყო ცნობილი ყინწვისში სამუშაოების შესახებ”

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის არ იყო ცნობილი ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„საპატრიარქოსთვის არ იყო ცნობილი მიმდინარე სამუშაოების შესახებ. არ ყოფილა შეთანხმებული და შევიტყვეთ, როცა უკვე ფაქტი მომხდარი იყო“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ტაძარში ახალი იატაკის ფენილის მოწყობის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი