საშემსრულებლო ხელოვნება

თამარ შავგულიძის „კომეტებს” ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგენენ

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში „აღმოჩენები” ქართველი რეჟისორის, თამარ შავგულიძის ფილმს „კომეტები” წარადგენენ, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს

კინონამუშევარი ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულს აღწერს და მასში მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილიასრულებენ.

„კომეტების” სცენარზე რეჟისორმა თავადვე იმუშავა. პროდიუსერები კი თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შერვაშიძე არიან. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.  

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინო მოვლენაა, რომელიც კანადაში 1976 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 5 სექტემბერს გაიხსნება და 15 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი