საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

Berlin Atonal-ზე ქართველი არტისტები წარდგებიან

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Berlin Atonal-ზე, რომელიც ბერლინში ყოველწლიურად იმართება, ქართველი არტისტები Natalie Beridze, Jorjick და Nika J დაუკრავენ.

ტუსია ბერიძე 29 აგვისტოს ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს. მომდევნო დღეს მსმენელები კლუბ Globus-ის სცენაზე ნიკა ჯაფარიძეს, იგივე Nika J-ის იხილავენ. 31 აგვისტოს კი ღონისძიების სტუმრები კლუბ Tresor-ში გიორგი ჟორჟოლიანს, სასცენო სახელით Jorjick-ს მოუსმენენ.

ფესტივალის ორგანიზატორებმა ლაინაფი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს:

ქართველი არტისტები ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე Berlin Atonal დაუკრავენ

შეგახსენებთ, რომ შარშან Berlin Atonal-ზე ქართველმა არტისტებმა: HVL, Nika J, Nikakoi, Esi და Octachoron დაუკრეს.

კომენტარები

კომენტარი