კინო

მაკალეი კალკინი ფილმის “მარტო სახლში” რიმეიქს ეხმიანება

სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია „დისნეი“ ფილმის „მარტო სახლში“ რიმეიქს გეგმავს. ინფორმაცია უკვე დაადასტურა კომპანიის CEO-მ, ბობ აიგერმა, რომლის თქმითაც, იგეგმება ფილმების „ღამე მუზეუმში“; „ბითუმად იაფია“ და „წრიპა ბიჭის დღიურების“ რიმეიქები ახალი თაობებისთვის.

აღნიშნულ ცნობებს კევინის როლის შემსრულებელი მაკოლეი კალკინი გამოეხმაურა.

მან ტვიტერზე თეფშით ხელში და შორტებში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: ესაა ის, რაც განახლებული „მარტო სახლში“ იქნება.“. მან დისნეის თანამშრომლობაც შესთავაზა: „დისნეი, დამირეკე“.

შეგახსენებთ, რომ ფრენჩაიზებს ახლა უკვე დისნეი ფლობს, მას შემდეგ, რაც ისინი 20th Century Fox-ისგან შეიძინა.

ახალი სტრიმინგ სერვისი Disney+ ამერიკაში ნოემბერში ჩაირთვება, შემდეგ წელს კი ბრიტანეთშიც იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი