საშემსრულებლო ხელოვნება

Jessie J ინსტაგრამზე საქართველოს ფოტოებს აქვეყნებს

ბრიტანელმა მომღერალმა Jessie J-მ საქართველოში გამართული კონცერტის შემდეგ Instagram-ზე შეკვეთილის სანაპიროსა და კონცერტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. 

მომღერალმა აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად იმყოფებოდა და მისი კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა. მან ქართველ მაყურებელს მადლობა გადაუხადა. „ძალიან ხმაურიანები და სიყვარულით სავსენი იყავით, მადლობა, მადლობა, მადლობა“, – წერს მომღერალი. 

გარდა ფოტოებისა, Jessie J-მ Instagram-ის „სთორებში“ ქართველი გულშემატკივრების ვიდეოებიც გააზიარა. 

ბრიტანელი მომღერალი საქართველოს გუშინ ეწვია.

Jessie J-მ რეპერტუარიდან ძველი და ახალი ჰიტები „ბლექ სი არენაზე“ შეასრულა. კონცერტი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი