ვიზუალური ხელოვნება

გაგოშა ახალი ნახატით ლარის გაუფასურებას ეხმიანება

ქუჩის მხატვარმა გაგოშამ, გიორგი გაგოშიძემ ახალი ნამუშევარი შექმნა.

რუსთავში განთავსებული ნახატი ლარის გაუფასურებას ეხმიანება

“ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირს არცა ჩირად” – წერს არტისტი ნახატზე, რომელზეც გამოსახულია 50 და 100 ლარიანი კუპიურები.

ნახატზე გამოსახული თამარ მეფეს შოთა რუსთაველი ამშვიდებს.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს ლარის გაუფასურებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 3 ლარი გახდა. 30 ივლისსვე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ლარი არის თავისუფალი, ისე, როგორც თინეიჯერი. ეროვნული ბანკის ინტერვენციის შედეგად ლარი რამდენიმე გამყარდა, თუმცა ბოლო დღეებში კვლავ განაგრძობს ვარდნას.

კომენტარები

კომენტარი