ვიდეოები

რა მოხდება, თუ დედამიწაზე არსებული მუდმივი ყინული მთლიანად დადნება? [ვიდეო]

NASA-მ ჯერ კიდევ 2015 წელს გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ოკეანის დონე პროგნოზირებულზე უფრო სწრაფად იზრდებოდა. უახლეს 10 წელში შესაძლოა მსოფლიო ოკეანის დონე 90 სანტიმეტრით გაიზარდოს იმის გამო, რომ კლიმატის გლობალური ცვლილება დედამიწის ჩრდილოეთით კონცენტრირებული ყინულის დნობას იწვევს.  

თუ ასეთი ტენდენციები შენარჩუნდება, დედამიწა შესაძლოა ყინულის მუდმივ მასას დაემშვიდობოს, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? Business Insider-მა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ შეიცვლება სამყარო ყინულის სრულად გადნობის შემდეგ.

როგორც ჩანს, მთავარ დარტყმას თავის თავზე აზია მიიღებს. მაგალითად, მთლიანად წყალქვეშ აღმოჩნდება შანხაი. რასაკვირველია, ეს სწრაფად არ მოხდება. იმისთვის, რომ დედამიწის მუდმივი ყინულის ფენა სრულად დადნეს, მინიმუმ 5 ათასი წელია საჭირო.

კომენტარები

კომენტარი