კულტურა

მარიამ ჯაში: “კულტურის ეროვნული ფონდი ევროკავშირის ექსპერტთა რეკომენდაციებით შეიქმნა”

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კულტურის სფეროში რეფორმის მიზნით, კულტურის ეროვნული ფონდის შექმნას მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს.

„ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო მისიის ფარგლებში იყო განხილული კულტურის ფონდის დაფუძნების მნიშვნელობა საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. ეს ნაბიჯი გახლავთ ევროკავშირის ექსპერტთა რეკომენდაციებთან თანხვედრაში და მოგვცემს საშუალებას, რომ არა მხოლოდ გავაერთიანოთ და კონსოლიდაცია მოვახდინოთ სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსების, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიების თუ კულტურული ნაწილის დაფინანსებისთვის არის მოწოდებული, არამედ ეს გახდეს პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსური რესურსების მოძიებას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, მისივე თქმით, მწერალთა სახლი უნდა გახდეს სხვადასხვა თაობის მწერლების და შემოქმედების და თანამშრომლობის პლატფორმა.

„რაც შეეხება მწერალთა სახლს, მოგეხსენაბათ, რომ გაერთიანებული უწყება შეინარჩუნებს სახელწოდებას, რაც არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობისაა, არამედ ხაზს უსვამს მნიშვნელოვან მოცემულობას, რომ მწერალთა სახლი უნდა გახდეს სხვადასხვა თაობის მწერლების და შემოქმედების და თანამშრომლობის პლატფორმა. ასევე, ბუნებრივია, მივესალმები საკადრო პოლიტიკის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მოგვცა საშუალება სისტემაში დარჩენილიყო ყველა გამოცდილი კადრი.

იყო გარკვეული წინააღმდეგობები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მწერალთა პოზიციაც საზოგადოებისთვის ცნობილია და სწორედ ამ მოვლენების ფონზე მომდინარეობდა არაერთი დიალოგი და შეხვედრა კულტურის სამინისტროს ბაზაზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ამ შეხვედრების საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი