კულტურა

მიხეილ ბატიაშვილი: „კულტურის ეროვნული ფონდი იქნება დამატებითი რესურსი კულტურის სფეროში არსებულ სსიპ-ებისა და ყველა ხელოვანისთვის“

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ კულტურის სფეროში მიმდინარე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში სამინისტრო სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსებას, ხოლო ახლადშექმნილი კულტურის ეროვნული ფონდი მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს განახორციელებს.

„სამინისტრო იწყებს კომპლექსურ რეფორმას და სისტემურ ცვლილებებს კულტურის მიმართულებით. რეფორმის საფუძველზე, სამინისტრო იქნება კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელი და შეასრულებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო განათლების სფეროს პოლიტიკის, სტრატეგიის, საკანონმდებლო და კოორდინაციის ძირითად ფუნქციებს, გააგრძელებს სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსებას, ხოლო ახლადშექმნილი კულტურის ეროვნული ფონდი განახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს და კულტურის პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილ სხვა საკონკურსო პროგრამებს, რითიც დამატებითი რესურსით ხელს შეუწყობს კულტურის მიმართულებით არსებულ ყველა სსიპ-სა და თითოეულ ხელოვანს. “ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი