ლიტერატურა

წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი ერთიანდება და უბრუნდება სახელი – „მწერალთა სახლი“

წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი ერთიანდება და უბრუნდება სახელი – „მწერალთა სახლი“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში დღეს, 13:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს კულტურის სფეროში, რაც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებსა და მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე. მინისტრის თქმით, რეფორმის საფუძველზე, სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, დანერგავს კულტურის სფეროს სსიპ-ებსა და სამინისტროს შორის ორმხრივი ანგარიშვალდებულების პრინციპს, განახორციელებს საქმიანობის შესრულების ეფექტიან მონიტორინგს; ასევე, შეასრულებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო განათლების სფეროს პოლიტიკის, სტრატეგიის, საკანონმდებლო და კოორდინაციის ძირითად ფუნქციებს.

მინისტრის თქმით, ზემოხსენებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ლიტერატურის მიმართულებით ორი სსიპ-ის (წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის) გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას ნატა ლომოური უხელმძღვანელებს და მას დაუბრუნდება სახელი – „მწერალთა სახლი“.

კომენტარები

კომენტარი