საშემსრულებლო ხელოვნება

სანდრო გეგეჭკორი იტალიაში შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა

ქართველი პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო კონკურსის Brescia Classica 3rd International Piano Competition სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

იგი შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა. 

“იტალიაში გავხდი სპეციალური პრიზის მფლობელი, ასევე შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელი, ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა, იორგენს მარტინსმა მიმიწვია საფრანგეთში კონცერტის გასამართად, ხოლო დიდმა გუსტავ ალინკმა მიმიწვია ესპანეთსა და  ბარსელონაში, უფრო დიდ და რთულ მარიან კანალსის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე. იქამდე კიდევ ბევრი კონცერტია. ვაგრძელებთ…
ამჯერად გელოდებით ბათუმში 14 აგვისტოს” – წერს სანდრო გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი