კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“ ფესტივალს – „მდინარის მაგიური ბაღი“ გამართავს, რომელი  9 აგვისტოს გაიხსნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ნახევარ ჰექტრამდე ფართობის ჭალის ტერიტორიის საზოგადოებრივ სივრცედ ქცევა.  ფესტივალისთვის შერჩეული მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ასევე წარმოაჩენს ადგილს მდინარის ნაპირზე, როგორც პოტენციურ საზოგადოებრივ სივრცეს.

ფესტივალის ფარგლებში გაიხსნება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალში მონაწილეობენ არტისტები: მამუკა ჯაფარიძე, მარიამ კალანდაძე, გალაქტიონ ერისთავი, თამარ გურგენიძე, გოჩა ჟღენტი, ზურა ცოფურაშვილი, არიალი, ლადო ლომიტაშვილი, ილია მახარაძე, ალექსი სოსელია, ნიკოლოზ კაპანაძე, მარიამ ნატროშვილი და დეთუჯინჭარაძე, ელენე გაბრიჩიძე.

გამოფენა დაფინანსებულია „1შემოქმედებითი საქართველოს“ (Creative Georgia_ მიერ გამოცხადებული კონკურსის – „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობის” ფარგლებში.

ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორკშოპები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიო პერფორმანსები ჩატარდება. სპეციალურად შექმნილია ტერიტორიის აუდიო გახმოვანება კოსმიური ხმების გამოყენებით.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“ 18 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს ავსტრიიდან რეზიდენტ არტისტს  დევიდ პრიზს.  ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მის მიერ ჩატარებული ვორქშოპისშედეგად შექმნილი ნამუშევრები, რომელიც 2019 წლის 3 აგვისტოს გაიმართა, სახელწოდებით – Hæven is a place on Earth – Guerilla Communication as an Artistic Tool for Political Change.

კომენტარები

კომენტარი