საშემსრულებლო ხელოვნება

ჰელენა ჰაუფმა ახალი EP-ის თიზერი გაავრცელა

გერმანელმა დიჯეიმ ჰელენა ჰაუფმა ახალი EP სახელწოდებით Living With Ants დააანონსა და ჩანაწერის თიზერიც გაავრცელა. 

ნამუშევარში, რომელიც 9 სექტემბერს გამოიცემა, სულ 4 კომპოზიციაა წარმოდგენილი.

სტუდიურ ჩანაწერს თავად მუსიკოსის ლეიბლი Return to Disorder გამოსცემს.

ჰელენა ჰაუფმა 2013 წელს ოფიციალური რელიზი Actio Reactio EP გამოსცა. სწორედ ეს პლატფორმა აღმოჩნდა NINJA TUNE-ს შვილობილი WERK DISCS, რომელსაც ACTRESS ხელმძღვანელობს. სადებიუტო რელიზი ინდუსტრიული ჟღერადობის მქონე ტექნოს და ექპერიმენტალური მუსიკის ნაზავს წარმოადგენდა, რაც უცხო არაა HELENA HAUFF​-ის მომდევნო ნამუშევრებისთვისაც. ეს მეტნაკლებად დასტურდება LUX REC, SOLAR ONE MUSIC და PANZERKREUZ RECORDS-ზე გამოსულ კრებულებშიც, რომელსაც 2015 წელს პირველი სტუდიური ალბომი, სახელად DISCREET DESIRES მოჰყვა.

ჩანაწერი “როლინგ სთოუნმა” წლის 20 საუკეთესო ელექტრონულ ნამუშევარს შორის დაასახელა. არტისტი თბილისშიც არაერთხელ იმყოფებოდა. მან კლუბებში BASSIANI და KHIDI დაუკრა.

კომენტარები

კომენტარი