სტილი, დიზაინი

Victoria’s Secret-მა ისტორიაში პირველად ტრანსგენდერი მოდელი დაიქირავა

The Independent-ის ცნობით, Victoria’s Secret-მა ისტორიაში პირველად ტრანსგენდერი მოდელი დაიქირავა.

ბრაზილიელმა მოდელმა ვალენტინა სამპაიომ სიახლის შესახებ საზოგადოებას Instagram-ის საშუალებით ამცნო. მან გადასაღები მოედნის კულისებიდან ფოტო გამოაქვეყნა და ქალის თეთრეულის კომპანიის ერთ-ერთი ხაზი Victoria’s Secret Pink-ი მონიშნა, ფოტოს ასევე დაურთო ჰეშთეგები #კამპანია, #vspink-იდა #მრავალფეროვნება. 

2018 წელს Victoria’s Secret-ისმარკეტინგის ხელმძღვანელმა ედ რაზეკმა განაცხადა, რომ კომპანიის ჩვენებებში ტრანსგენდერ მოდელებს მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ. რაზეკის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც მას ბოდიშის მოხდა მოუწია. 

ვალენტინა სამპაიო ერთ-ერთი წარმატებული მოდელია. 2017 წლის თებერვალში პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელიც ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე მოხვდა.  

კომენტარები

კომენტარი