სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

Mango-მ ვუდსტოკის 50-ე ფესტივალს კოლექცია მიუძღვნა

პოპულარულმა ესპანურმა ბრენდმა, Mango-მ, ვუდსტოკის საიუბილეო, 50-ე მუსიკალურ ფესტივალს კაფსულური კოლექცია მიუძღვნა, რომლის მთავარი ელემენტი გახლავთ მაისურები ფესტივალის ლოგოთი, – გიტარაზე მჯდარი მტრედით. ახალ კოლექციაში შედის, აგრეთვე, ე.წ. “ბოჰო” სტილის კაბები, ჯინსის კომბინეზონები, ჩანთები და სხვა. რაც მთავარია, ყველაფერი შექმნილია 60-70-იანი წლების შთაგონებით, ვინაიდან, როგორც იცით, ვუდსტოკის ფესტივალი 1960-70-იანი წლების კონტრკულტურის სიმბოლოდ და ჰიპის ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვუდსტოკის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 16-18 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. ფესტივალის დაანონსების შემდეგ, ორგანიზატორებს არაერთი პრობლემა შეექმნათ. ლოკაციის გამოყოფაზე უარის გარდა, მათ დაკარგეს ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი. შემდეგ კი მონაწილეობაზე უარი თქვეს არტისტებმა, მათ შორის, რეპერმა Jay-Z-მ, მუსიკოსმა ჯონ ფოგერტმა, რომელიც 1969 წელს გამართულ ვუდსტოკზე უკრავდა, მაილი საირუსმა, ჯასტინ ბიბერმა, ასევე, ჯგუფებმა, Santana-მ და Country Joe-მ. 

კაფსულური კოლექციიდან სასურველი სამოსისა და ნივთების შეძენა Mango-ს ოფიციალურ საიტზე უკვე შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი