შემოქმედებითი ინდუსტრიები

წელს,Victoria’s Secret-ის შოუ არ ჩატარდება

Victoria’s Secret-ის ავსტრალიელმა მოდელმა, შანინა შეიკმა, გამოცემა Daily Telegraph-თან განაცხადა, რომ წელს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის შოუ არ ჩატარდება.

“სამწუხაროდ, წელს, შოუ არ ჩატარედება. ამას არ ვარ მიჩვეული. როგორც წესი, ზუსტად ამ დროს ვიწყებთ ხოლმე შოუსთვის ვარჯიშსა და მზადებას. დარწმუნებული ვარ, Victoria’s Secret-ი მოიფიქრებს, როგორ დაბრუნდეს, რადგან ეს მსოფლიოში საუკეთესო შოუა” – აღნიშნა მოდელმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დროისათვის, Victoria’s Secret-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში, ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ Victoria’s Secret-ის შოუ ტელევიზიით აღარ გადაიცემოდა. ბრენდის ხელმძღვანელობამ ამის მიზეზად შოუს დაბალი რეიტინგი დაასახელა. 2018 წლის ნოემბრეში, შოუს ტრანსლაციას 3,3 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. ეს მაჩვენებელი კი წინა წლების მაჩვენებელზე 40%-ით ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი