კულტურა

პეტრას ციხეზე დაგეგმილი GR Fest-ი მრევლის პროტესტის გამო აღარ ჩატარდება

10 აგვისტოს, აჭარაში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აღარ ჩატარდება.

GR fest-ის ორგანიზატორები სასულიერო პირებთან და მრევლთან დაპირისპირებას უფრთხიან და “ესკალაციის თავიდან ასაცილებლად” ლოკაციის შეცვლს აპირებენ.

“რეივერებო, კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მამაოებისა და მათ მიერ ანგაჟირებული მოსახლეობისაგან დევნილობაში.

წუხელ გვიან ღამით მოულოდნელად ჩამოკრა განგაშის ზარმა. ფესტივალის ორგანზატორების სახელზე მოვიდა სასულიერო პირებისა და ქობულეთის მოსახლეობის კოლექტიური საპროტესტო წერილი, რომელსაც 160-მდე ხელმომწერი ჰყავს. მათი მთავარი მოთხოვნაა არ ჩატარდეს ‘’კაზანტიპი’’ პეტრას ციხის ტერიტორიაზე.

გაიცანით ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მამაოების კურთხევით ეწინააღმდეგებიან პროგრესს ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს საკლუბო და საფესტივალო ტურიზმი, ღირსეულ მედია გამოცემებში მუდმივად იწერება ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე. უამრავი ადამიანი ჩამოდის კონკრეტულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ორანიზატორებს აქვთ წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაგან, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ახალი ლოკაცია აუცილებლად იქნება აჭარაში ზღვასთან ახლოს 10 აგვისტოს იგივე არტისტებით.

იმედს ვიტოვებთ, ლოკაციის შეცვლა არ დაგვაბრკოლებს და ქართული რეივი ისევ ერთ მუშტად შეკრული ვიცეკვებთ.

GR fest-ი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის. “ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი