კინო საშემსრულებლო ხელოვნება

კიანუ რივზი “ფორსაჟის” მეორე სპინ-ოფში ითამაშებს

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ “ფორსაჟის” ახალ ფილმში მთავარი ანტაგონისტის როლს კიანუ რივზი შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა We Got This Covered ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიანუ რივზის პერსონაჟს იმაზე მეტი დრო დაეთმობა, ვიდრე ეს მსახიობის ამ როლზე დამტკიცებამდე იყო გათვლილი.

როგორც იცით, პერსონაჟები, რომლებსაც კიანუ რივზი ქმნის, ყოველთვის დადებითი გმირები არიან, რაც ჩვეული ამპლუაა მისთვისაც და მისი ფანებისთვისაც, ახლა კი ის ფილმის მთავარი ანტიგმირის როლში უნდა მოგვევლინოს, რაც მაყურებლისთვის ნამდვილად საინტერესო და მოულოდნელი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ხმები კიანუ რივზის ფილმში მონაწილეობის შესახებ, ჯერ კიდევ “ფორსაჟი: ჰობსი და შოუს” გამოსვლამდე გავრცელდა. აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მსახიობი ტიტრების შემდეგ, ერთ-ერთ სცენაში გამოჩნდებოდა, როგორც ფარული მტერი და ანტიგმირი, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

კიანუ რივზი, ახლა, შეიძლება ითქვას, რომ პოპულარობის პიკზეა. ის გადაიღეს “ჯონ ვიკის” მესამე ნაწილში, გაახმოვანა Disney-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური ფილმის, “სათამაშოების ისტორია 4-ის”პერსონაჟი, ასევე, გახდა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის, Cyberpunk 2077-ის სახე.

კომენტარები

კომენტარი