კულტურა

ამერიკული სამოგზაურო და დიზაინის ჟურნალი Cool hunting საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

ამერიკული სამოგზაურო და დიზაინის ჟურნალი Cool hunting საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

Cool hunting-ის რედაქტორმა დევიდ გრეივერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა. დევიდ გრეივერმა თბილისში ერთი კვირა გაატარა და სტატიაში დეტალურად აღწერა საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები.

„თბილისი ტურისტებს მდიდარი ისტორიითა და სტუმართმოყვარეობით იზიდავს. საქართველოს დედაქალაქიდან კავკასიონის მთებამდე რამდენიმე საათის სავალია. აქედან შორს არ არის შავი და კასპიის ზღვა. ევროპასა და აზიას შორის მოქცეული თბილისი თავისი მდებარეობით აბრეშუმის გზაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტებს თბილისში მრავალფეროვანი მიმართულებების სანახავად ეპატიჟება. ეს არის კულინარიული თავგადასავლები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები და ა.შ.
7 დღის განმავლობაში თბილისში სხვადასხვა ადგილი დავათვალიერე. მოვინახულე ბოტანიკური ბაღი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, გავეცანი საქართველოს დედაქალაქის კლუბურ ცხოვრებას. „

სტატიაში აღწერილია თბილისის ძველი უბნები, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ეროვნული მუზეუმი და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ კულინარიას

კომენტარები

კომენტარი