საშემსრულებლო ხელოვნება

რეპერი კაბუ საფრანგეთიდან დახმარებას ითხოვს

ქართული რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, საფრანგეთიდან დახმარებას ითხოვს.

PalitraNews-თან საუბარში არტისტმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე მას ქვეყნის დატოვებისა და საქართველოში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. 

კახა აბუაშვილი საფრანგეთის პოლიციამ შარშან, აპრილში ჩატარებული სპეცოპერაციისას ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად დააკავა.

ვეტერანი რეპერი და მსახიობი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 1 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, კაბუს თქმით, არაერთი ქართველი კვლავ გისოსებს მიღმა რჩება, სადაც მათ იმდენად ცუდად ეპყრობიან, რომ ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

“მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, თუნდაც ციხეში მყოფებს. ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, პასპორტი ხომ გვაქვს ქართული. იქ ძალიან ბევრი ხალხია, ვისაც უჭირს. მივიდნენ, მოიკითხონ. ამ ბიჭს აღარაფერი ეშველება, სამწუხაროდ, მაგრამ ვიღაც იქნებ გადარჩეს. ციხეში არ აქცევდნენ ყურადღებას ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ძალიან ცუდად და საბოლოოდ, ის, რომელიც ჩემი ძმაც იყო და ყველაფერი გარდაიცვალა. პაატა ახალაძეზე მაქვს საუბარი, რომელიც მოკლეს ტუბერკულოზით. 21-ე საუკუნეში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. დაუმტკიცეს კი არა, ხელში საერთოდ არაფერი ეჭირა. იყო აბსოლუტურად უდანაშაულო. იქ ვინც სხედან, რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, რომ დავუმტკიცოთ ამ ხალხს რომ სულ ტყუილად ვიჯექით და სულ ტყუილად ვზივართ და სულ ტყუილად გვაყენებენ შეურაცხყოფებს?! რამდენი უნდა დაგვხოცოთ. აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას, ქუჩაში რომ პოულობენ კოჭლ ძაღლს, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულოზით”, – განაცხადა კაბუმ.

კომენტარები

კომენტარი