კინო

“მეფე ლომმა”, მსოფლიო მასშტაბით, 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

Disney-ს საკულტო ანიმაციური ფილმის, 1994 წლის “მეფე ლომის” რიმეიქმა, კინოგაქირავებიდან 19 დღეში, მსოფლიო მასშტაბით, 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ “მეფე ლომი” გახდა Disney-ს რიგით მეოთხე ფილმი, რომელმაც კომპანიას ასეთი დიდი მოგება მოუტანა.

1994 წელს, ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის შემოსავალმა, მსოფლიო მასშტაბით, 638,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

კომპანია Disney-ს სხვა პროექტები, რომელთა შემოსავლებმაც მილიარდს გადააჭარბეს, გახლავთ: “ალადინი”, “კაპიტანი მარველი” და “შურისმაძიებლები: ფინალი”.

ჯონ ფავროს რეჟისორობით გადაღებული ახალი “მეფე ლომის” პრემიერა 2019 წლის 19 ივლის შედგა. ანიმაციური ფილმის ახალ ვერსიას ჯონ ოლივერი, ბიონსე, დონალდ გლოვერი და სხვ. ახმოვანებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, Disney კიდევ სამი ფილმის პრემიერას გეგმავს. ოქტომბერში მაყურებელი იხილავს “მალეფისენტს”, ნოემბერში “ცივი გულის” მეორე ნაწილს, დეკემბერში კი “ვარსკვლავურ ომებს”.

კომენტარები

კომენტარი