კინო

ნახე: მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის, The Irishman, პირველი ტრეილერი გამოვიდა

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის, The Irishman, პირველი ტრეილერი გამოვიდა. ფილმი ჩარლზ ბრანდტის რომანის “I Heard You Paint Houses”-ის (“გავიგე, რომ სახლს ხატავ”) მიხედვით არის შექმნილი.

განგსტერებზე გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში ასრულებენ. ცნობილია, რომ ფილმი ნიუ-იორკის კინოფესტივალს გახსნის, რომელიც 27 სექტემბერს იწყება და სავარაუდოდ, ამის შემდეგ განთავსდება ფილმი ნეტფლიქსზე.

“ირლანდიელი” დანაშაულებრივი ცხოვრების ბუნდოვან ისტორიებს ჰყვება – მის მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და პროფკავშირის ლიდერის, ჯიმი ჰოფის (ალ პაჩინო) მისტიური გაუჩინარების შესახებ. 

ზოგიერთი სცენისთვის სკორსეზემ კომპიუტერული სპეცეფექტები გამოიყენა, რათა გაეახალგაზრდავებინა მსახიობები და მათი პერსონაჟების წარსული ისტორიები მოეთხრო.

კომენტარები

კომენტარი