საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

Woodstock 50 აღარ გაიმართება

ვუდსტოკის 50-ე მუსიკალური ფესტივალი წელს აღარ გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

ფესტივალი 16-18 აგვისტოს ბალტიმორთან ახლოს უნდა ჩატარებულიყო. Variety-ს ცნობით, მაილი საირუსმა, ჯასტინ ბიბერმა და ასევე ჯგუფებმა Santana და Country Joe მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს. 

როგორც მოგეხსენებათ, ფესტივალს ლოკაციაზე პრობლემები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ეს პრობლემა მოგვარდა, ღონისძიების ადგილმდებარეობის გამო მასში მონაწილეობაზე რამდენიმე შემსრულებელმა უარი თქვა. 

ფესტივალის ორგანიზატორი, მაიკლ ლანგი ამბობდა, რომ გამომსვლელებთან კონტრაქტის შეწყვეტის გამო, მსმენელებს ბილეთები უსასყიდლოდ გადაეცემოდათ.

კომენტარები

კომენტარი