საშემსრულებლო ხელოვნება

Rammstein-მა რუსეთში გამართულ კონცერტზე ქვეყანაში არსებული ჰომოფობია კოცნით გააპროტესტა

გერმანული მუსიკალური ჯგუფის, “რამშტაინის” წევრებმა მოსკოვში მიმდინარე კონცერტზე ერთმანეთს აკოცეს. ეს სიმბოლური ჟესტი იყო ლგბტ ადამიანების მიმართ რუსეთის მტრული კანონმდებლობისა და ქვეყანაში თემის წევრთა მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

რუსეთის დედაქალაქში, ლუჟნიკის სტადიონზე მიმდინარე კონცერტისას ჯგუფი თავის ერთ-ერთ სიმღერას, “Auslander”-ს ასრულებდა, როცა გიტარისტებმა – პაულ ლანდერსმა და რიხარდ კრუსპემ – ერთმანეთს აკოცეს. მომენტის ამსახველი ფოტო “რამშტაინმა” სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, წარწერით “რუსეთო, გვიყვარხარ!”

აღსანიშნავია ისიც, რომ პრაიდის თვეში პოლონეთში გამართულ კონცერტზე ბენდის ფრონტმენმა, ტილ ლინდემანმა ლგბტ დროშა ააფრიალა.

კომენტარები

კომენტარი